თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ლაშა ბერიძისა და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის ნაწილმა მოსამართლეს დასკვნითი სიტყვით მიმართა. დაკავებულებს პროკურატურა ედავება სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ჯგუფურად. მათ, ასევე, ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებისთვის.
