ოპოზიციურ ალიანსს ყალბს და ფასადურს უწოდებს მმართველი გუნდი
ოპოზიციურ ალიანსს ყალბს და ფასადურს უწოდებს მმართველი გუნდი. მათი შეფასებით, ეს კარგად ჩანს იმ შეხვედრებზე, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს არ უშვებენ. ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად Facebook-ის სტატუსებით ერთმანეთს კვლავ თამარ ჩერგოლეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ. „ფედერალისტებისთვის“ სააკაშვილის მოწოდებები უინტერესო და არაფრისმთქმელია. სააკაშვილი კი, ოპონენტების საპასუხოდ ამბობს, რომ მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ.
