სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ორი ადამიანი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ორი ადამიანი დააკავა. მათგან ერთი , თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობის და ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის ბრალდებით, ხოლო მეორე კი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. ბრალდებულებმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ, ტრაილერში დამალვის გზით გადმოკვეთეს.
