სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება. დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი დღეს მოაწერა.
