ფილტვის კიბო - უფასო სკრინინგი
თბილისის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. უფასო პროცედურა დედაქალაქში რეგისტრირებულ, 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით, თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს ჩაუტარდებათ, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს. სკრინინგის პროგრამის დეტალები, დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განისაზღვრა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ მელაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
