სურსათის ფასები
სურსათის ფასებზე სპეკულაციები არ წყდება. ბოლო დროს თემა განხილვის საგანია კონკრეტულ ტელევიზიებსა თუ სოციალურ ქსელებში. გუშინ ამ საკითხზე იყო კამათი პრემიერ-მინისტრსა და ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტს შორის. „იმედი“ დაინტერესდა, ფასებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებიდან, ასევე, პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვიდან 4 თვის შემდეგ, რა სიტუაციაა საქართველოსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში, ძირითადი პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით. ჩავატარეთ ექსპერიმენტი - შევადარეთ ყველაზე დიდ და იაფიან ქსელურ მარკეტებში, ქართულ “2 ნაბიჯში”, გერმანულ “ალდისა” და ფრანგულ “კარფურში” კონკრეტული პროდუქტის ფასები და დავთვალეთ, რამდენი ლარი დაჯდება ერთი და იმავე პროდუქტების ყიდვა საქართველოში, გერმანიასა და საფრანგეთში.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
