შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 84 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
