პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის კანცლერისა და მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებებს ეხმიანება
პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის კანცლერისა და მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებებს ეხმიანება. საკითხი ეხება ევროკავშირში გაწევრებისთვის უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობისა და მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების განხილვას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ტერიტორიის დათმობითა და სუვერენიტეტის გაუქმებით ევროკავშირის წევრობა საქართველოს თვითმიზანი არ არის. პრემიერ-მინისტრი კი ეხმიანება განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც საქართველოს უსწრებს მოლდოვა და უკრაინა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის სპეკულაცია.
