„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი და სკანდალური კორუფციული საქმის მონაწილე ტიმურ მინდიჩი უკრაინელ მაღალჩინოსნებთან თავდაცვის სფეროში მრავალმილიონიან კონტრაქტებს განიხილავდა
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი და სკანდალური კორუფციული საქმის მონაწილე ტიმურ მინდიჩი უკრაინელ მაღალჩინოსნებთან თავდაცვის სფეროში მრავალმილიონიან კონტრაქტებს განიხილავდა. გამოცემამ მოიპოვა ფარული ჩანაწერები, სადაც მინდიჩი რუსტემ უმეროვს დრონების მწარმოებელი კომპანიის კონტრაქტებზე ელაპარაკება. უმეროვი მაშინ თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მედიამ ასევე გამოაქვეყნა მინდიჩის საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ თანაშემწესთან, სადაც ზელენსკის პარტიის დეპუტატების მიერ თანხის გადანაწილებაზეა საუბარი.
