სახელმწიფო მინისტრი - აჟიოტაჟი ოპოზიციაში
ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი - მამუკა მდინარაძე მთავრობას ამ სტატუსებით უერთდება. ის სამი უწყების: სუსის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინირებას უზრუნველყოფს. ახალი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სამინისტროს შესაქმნელად საჭირო ცვლილებებს, პარლამენტის პირველი მოსმენით მხარდაჭერა უკვე აქვს. კანონპოექტი ხვალ კანონად იქცევა. ოპოზიციის გადამეტებული აჟიოტაჟი, მმართველი გუნდისთვის მათი შეშფოთების ლუსტრირებაა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
