უკრაინის პრეზიდენტი ისრაელს სანქციებით დაემუქრა
უკრაინის პრეზიდენტი ისრაელს სანქციებით დაემუქრა. საქმე ისრაელის პორტში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის შესვლას ეხება. კიევი ირწმუნება, რომ გემს რუსეთის მიერ უკრაინისგან მოპარული მარცვლეული სხვა ქვეყნებში გასაყიდად გადაჰქონდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოპარულის ყიდვა დანაშაულია და ისრაელი უკანონო საქმიანობას აწარმოებს რუსეთთან, რის გამოც მან საგარეო უწყებას დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაავალა.
