ოპოზიციის ალიანსში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება
ოპოზიციის ალიანსში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი ისევ ოპოზიციას აკრიტიკებს, ნიკა მელია კი ამბობს, რომ თუ თავდასხმები გაგრძელდება მას მკაცრი საპასუხო რეაქცია ექნება. სააკაშვილის მიმართ ცენზურა მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. აზრთა სხვადასხვაობაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოპოზიციური ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით. ალიანსში ყოფნის მომხრე არ არის ანა წითლიძე, თუმცა მის ამ მოსაზრებას პარტიაში არ იზიარებენ.
