სტრუქტურულ ცვლილებას, რომელიც სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ითვალისწინებს, პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
სტრუქტურულ ცვლილებას, რომელიც სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ითვალისწინებს, პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. საკითხს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, ის იქნება ასევე ვიცე-პრემიერი. საკითხის განხილვისას სესიაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირება. გახარიას პარტია სხვა ოპოზიციური პარტიების ნარატივის მსგავსად სტრუქტურული ცვლილების დაკნინებას ცდილობს. მმართველი გუნდი კი მათ ამ მცდელობას მდინარაძის პოლიტიკურ გამოცდილებას და ამ ფონზე ოპოზიციის შიშს უკავშირებს.
