ესპანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, სხვა ქვეყნების წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების გამო, ევროპა გეოპოლიტიკური ქაოსის მძევალია
ესპანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, სხვა ქვეყნების წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების გამო, ევროპა გეოპოლიტიკური ქაოსის მძევალია. პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული ნავთობის კრიზისის გამო ევროკავშირმა ენერგო იმპორტზე უკვე დამატებით 22 მილიარდი ევრო დახარჯა. ესპანეთის პრემიერ მინისტრის თქმით, დროა ევროპამ ენერგო დამოუკიდებლობაზე იზრუნოს და ამისათვის განახლებადი ენერგია გამოიყენოს.
