აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა. მას მხარი აჭარის უმაღლესი საბჭოს ცამეტმა წევრმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო გახარიას პარტიის ორმა წევრმა. კენჭისყრამდე პატარაძემ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. დეტალურად ილაპარაკა ყველა მიმართულებაზე, განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე. პრიორიტეტად დაასახლა მოქალაქეების კეთილდღეობა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნა. პატარაძემ დეპუტატთა შეკითხვებსაც უპასუხა. ზურაბ პატარაძემ მინისტრთა კაბინეტი უცვლელი დატოვა.
