უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და ანტიკორუფციული სპეციალიზებული პროკურატურის მიერ, მორიგი კორუფციული ფაქტი გამოვლინდა
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და ანტიკორუფციული სპეციალიზებული პროკურატურის მიერ, მორიგი კორუფციული ფაქტი გამოვლინდა. ქრთამის აღების ფაქტზე პოლტოვის ოლქში უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი, მისი ერთი თანამშრომელი და ადვოკატი გამოააშკარავეს. უწყებების მიერ გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ადვოკატის მეშვეობით, რუსეთთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ, ერთ - ერთი წარმოების მფლობელს, სისხლის სამართლებრივი დევნისგან თავის არიდების სანაცვლოდ, 110 ათას დოლარს სთხოვდნენ. კორუფციის ფაქტი 55 ათასი დოლარის გადაცემის დროს გამოააშკარავეს.
