შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსი
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა. მას ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. მინისტრმა მიხეილ მაღლაკელიძის პროფესიონალიზმი აღინიშნა და იმედი გამოთქვა, რომ მისი წარმატებული საქმიანობა ახალ სამსახურშიც გაგრძელდება.
