საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. გურამ თუშიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ნაკრების სხვა წევრებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.
