თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის მეცხრამეტე ეროვნული კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ მიმდინარეობს
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის მეცხრამეტე ეროვნული კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ მიმდინარეობს. კონკურსი საქართველოს ხელოვანთა კავშირის „ხელოვანები მომავლისთვის“ ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. კონკურსანტები კონსერვატორიის პროფესორთაგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია. კლასიკური მუსიკის მარათონი საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელოვნებო სასწავლებლების წარმატებული მუსიკოსები, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ისე საზღვარგარეთიდან. „მომავლის ვარსკვლავების“ პრიზიორებს ხელოვანთა კავშირისგან სახელობითი ჯილდოები გადაეცემათ.
