ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მიუნხენში იმყოფებიან
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მიუნხენში იმყოფებიან. დელეგაციამ პირველი შეხვედრა ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართა. დაიწყო მოლაპარაკება, რომ ქუთაისის უნივერსიტეტში გაიხსნას სამართლის ფაკულტეტი და დაინერგოს, პროგრამები, რომელიც მორგებული იქნება ქართულ აკადემიურ რეალობასთან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები ეწვევიან სამეცნიერო კვლევით ცენტრებსაც. დაგეგმილია შეხვედრები გარხინგის კამპუსში, რომელიც მსოფლიო დონის კვლევისა და სწავლების ცენტრია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში.
