მიგრაციის დეპარტამენტმა, 55 უცხოელი არალეგალი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტმა, 55 უცხოელი არალეგალი დააკავა. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ადგილები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები. დადგინდა, რომ დაკავებულები საქართველოში კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით იმყოფებოდნენ. ისინი ახლა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან.
