დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებებს
ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა იწყება. დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებებს. პროექტის დამტკიცების შემდეგ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურა კი უკვე შევიდა ბიუროს სხდომაზე და საკითხზე კენჭისყრა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
