მიგრაციის დეპარტამენტმა 55 უცხოელი არალეგალი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტმა 55 უცხოელი არალეგალი დააკავა, მათ შორის - რუსეთის, უზბეკეთის, თურქეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, კოტ-დივუარის, ბანგლადეშის, თურქმენეთისა და პაკისტანის მოქალაქეები. დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაამოწმეს კონკრეტული ადგილები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებულები საქართველოში კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით იმყოფებოდნენ. ისინი ახლა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან და მიმდინარეობს მათი ქვეყნიდან გაძევების პროცედურები.
