განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი ადამიანია დაკავებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
