ქართულ ჭიდაობაში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონატს ახმეტამ უმასპინძლა
ქართულ ჭიდაობაში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონატს ახმეტამ უმასპინძლა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საუკეთესოები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლიდნენ. ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გიორგი ინაშვილმა, გიგა მრელაშვილმა, ბაგრატ ნინიაშვილმა, დიმიტრი გოჩილაიძემ და ნიკა სიდამონიძემ მოიპოვეს. ყველაზე ლამაზი ილეთების შესრულებისთვის კი სპეციალური პრიზი საბა ახობაძეს გადაეცა.
