მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაში ჩავიდა
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაში ჩავიდა. კიევში ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მოლაპარაკების შემდეგ კი ჩერნობილში გაემგზავრება და ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის მე-40 წლისთავზე კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებს.
