კვალიფიციური ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში და პოლიტიკურ პროცესებში - ასე აფასებენ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას მმართველ გუნდში
კვალიფიციური ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში და პოლიტიკურ პროცესებში - ასე აფასებენ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას მმართველ გუნდში და სამთავრობო ცვლილებებს მნიშვნელოვანს უწოდებენ. როგორც აღნიშნავენ, მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ის ასევე იქნება ვიცე-პრემიერი. სახელმწიფო მინისტრის ფუნქცია იქნება სუსის, შსს-ს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინაცია, ასევე მისი, როგორც ვიცე-პრემიერის საკურატოროში ყოფნა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, სასამართლოსთან, პროკურატურასთან და აუდიტის სამსახურთან მთავრობის კოორდინაცია.
