„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე ითქვა, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უწევს ყოველდღიური ბრძოლა, საბოლოო მიზანი კი ის არის, რომ ერი და ქვეყანა გადარჩეს. ბორჯომში გამართულ ტურნეს, სამცე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ესწრებოდნენ, მათ მიერ დასმულ კითხვებს დეპუტატებმა უპასუხეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვარლამ ლიპარტელიანმა ხაზი გაუსვა, რომ უმთავრესი არის ქვეყანა და მისი მომავალი და არა პირადი კეთილდღეობა. მმართველი პოლიტიკური პარტიის გზავნილია, რომ ხელისუფლებამ ახალგაზრდებთან ერთად, არსებული რეალობის გათვალისწინებით, პრაგმატული ნაბიჯები უნდა გადადგას.
