საფრანგეთმა და საბერძნეთმა თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს
საფრანგეთმა და საბერძნეთმა თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს. 2021 წელს გაფორმებული დოკუმენტის მოქმედების ვადის კიდევ 5 წლით გაგრძელებას, ხელი ათენში, ემანუელ მაკრონმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა მოაწერეს. მხარეებმა ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს
