რუსთავის მერია გამწვანების მასშტაბური აქციების მოწყობას გეგმავს
რუსთავის მერია გამწვანების მასშტაბური აქციების მოწყობას გეგმავს. რისთვისაც ქალაქს საკუთარი რესურსი, სანერგე მეურნეობა აქვს, სადაც ამ ეტაპზე, 64 სხვადასხვა სახეობის, ათასობით ხე-მცენარე ინახება. მუშაობს სასათბურე მეორნეობაც. აქვე ინახება ჭალის ტყეების განაშენიანების პროექტისთვის შეძენილი ნერგებიც, რომელთა დარგვაც უკვე დაწყებულია. მაისის ბოლომდე, სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ხე-მცენარეებით, რუსთავის რამდენიმე უბანი გამწვანდება.
