ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო. ხანდაზმულთა პანსიონატის „ბასილიადის“ წარმომადგენლებს დღეს კეტაშვილის გარდა ცნობილი მსახიობები შეხვდნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. კეტაშვილმა კი, რომელიც ფეხბურთში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია, მათ მის კარიერაზე გამოცემული წიგნები და ბურთები დაურიგა. ღონისძიების ბოლოს პანსიონატის წარმომადგენლები სპექტაკლის, „აზდაკის ბაღის“ ჩვენებას დაესწრნენ
