დღეს, ბათუმი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალს მასპინძლობს
დღეს, ბათუმი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალს მასპინძლობს. თასისთვის შეხვედრაში ადგილობრივი გუნდი ქუთაისის არესს შეხვდება. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე აჭარაბეთ არენას მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის თასი, სადაც სხვადასხვა აქტივობა, ფოტოსესია და ცნობილ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა. ფან ზონაში, თასთან, ბათუმელი მორაგბე ბავშვები კოკი თხილაიშვილს და ლაშა მალაღურაძეს შეხვდნენ. ღონისძიება 20-წლამდე მსოფლიო თასის ტურის ფარგლებში ჩატარდა. ბათუმი, ტროფი ტურის გამხსნელი ქალაქია. ფინალური შეხვედრა კი 19-00 საათზე დაიწყება
