მრევლი სიონში
დილიდან მრევლით იყო სავსე სიონის ტაძარი და ეზო. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეპოქალური პატრიარქი, რომელმაც მათივე თქმით, ხალხს ყველაზე რთულ დროს იმედი ჩაუნერგა. გარდაცვლილ პატრიარქს ბევრჯერ უთხრეს მადლობა, მრევლს სანთლებთან ერთად ხელში პატრიარქის ფოტოები ეჭირა. საბჭოთა მძიმე მემკვიდრეობის ფონზე, როცა რწმენა შევიწროებული იყო, ილია მეორემ ეკლესიის აღორძინება და ადამიანებში დაკარგული სულიერი საყრდენის დაბრუნება შეძლო. პატრიარქი ყოველთვის იდგა ხალხთან ერთად, ამიტომაც ის ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა
