40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან
ილია მეორის ღვაწლზე ქადაგებისას ვრცლად ილაპარაკა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. მეუფე შიომ იმედი გამოთქვა, რომ უწმინდესი შეეწევათ, ღირსეულად გააგრძელონ მისი გზა, რომელიც დამყარებულია ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე. ილია მეორის გარდაცვალებიდან გასული დრო კი იქცა დაფიქრების, პატრიარქის პიროვნების ახლებურად დანახვისა და ხალხის შეცნობის დღეებად. ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში, სადაც თავისი სურვილისამებრ ილია მეორეა დაკრძალული, გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს წირვა შემდეგ კი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდა. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების წევრები. უწმინდესი, მისთვის გამორჩეულად საყვარელ სიონის საპატრიარქო ტაძარში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორისაა დაკრძალული. სიონში, სადაც მისი პატრიარქობა დაიწყო. ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა
