საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სრულმასშტაბიან საველე სწავლებაში მონაწილეობდნენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტზე რეაგირების სრულმასშტაბიან საველე სამდღიან სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ: გაერთიანებული სამეფოდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან. ასევე სწავლებაში ჩართული იყო, სომხეთის სამაშველო სამსახურის დანაყოფი
