40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან
ილია მეორის გარდაცვალებიდან დღემდე, დრო იქცა დაფიქრების, პატრიარქის პიროვნების ახლებურად დანახვისა და ხალხის შეცნობის დღეებად - ასე დაიწყო ქადაგება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, რომელმაც სინოდის წევრებთან ერთად, ილია მეორის მეორმოცე დღესთან დაკავშირებით, სიონში, წირვა და შემდეგ უწმინდესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ღვთისმსახურებაზე იმყოფებოდნენ, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები. სიონში შეკრებილებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეპოქალური პატრიარქის ღვაწლი, რომელიც ხალხს ყველაზე რთულ დროს უნერგავდა იმედს
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
