არასრულწლოვანთა დანაშაული
სამართალდამცველებმა ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით ჩადენილი ძარცვა, ქურდობის და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისში სასურსათო მაღაზიებს, სააფთიაქო ქსელებსა და ტაქსის მძღოლებს ძარცვავდნენ. დაკავებულებს 8-ა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
