დაპირისპირება ოპოზიციაში
ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური ყვითელი ბარათი პატიმარ სააკაშვილს. ერთობა სააკაშვილს და მის პარტიასაც აფრთხილებს, რომ თუ მსჯავრდებული ორი თვის წინ შეთანხმებულ წესებს არ დაიცავს, ალიანსის დატოვება მოუწევს. თუმცა თავად სააკაშვილი, როგორც ჩანს, წესებზე უარს ამბობს. ერთობის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს ნაციონალური მოძრაობა და კოლეგებს მიუთითებს, რომ გაერთიანების „ანტი-მიშა ალიანსად” ჩამოყალიბებას შეეწინააღმდეგებიან. მმართველი გუნდისთვის კი ეს ალიანსი ყველა დროის "ნაციონალების" გაერთიანებაა, რომლებიც ერთად მხოლოდ გარე დავალებით არიან.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
