პედრო სანჩესი პენტაგონში გავრცელებულ ონლაინ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელიც როიტერსის ცნობით, ნატოში ესპანეთის წევრობის შეჩერების გეგმას ეხება
პედრო სანჩესი პენტაგონში გავრცელებულ ონლაინ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელიც როიტერსის ცნობით, ნატოში ესპანეთის წევრობის შეჩერების გეგმას ეხება. ესპანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ის სხვა ქვეყნის უწყებებში ელექტრონულ წერილებზე ყურადღების გამახვილებას არ აპირებს, ესპანეთის მთავრობა მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებსა და ოფიციალური პირების პოზიციებზე დაყრდნობით მუშაობს. ესპანეთის პოზიცია კი საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით პარტნიორებთან მდგრადი თანამშრომლობაა.
