ხორვატიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის მოკლე ვადებში გაწევრება არარეალურია
ხორვატიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის მოკლე ვადებში გაწევრება არარეალურია. ამის შესახებ ლიდერებმა კომენტარი კვიპროსში მიმდინარე არაფორმალურ სამიტზე გააკეთეს. მათი თქმით, ევროკავშირში ახალი წევრის მიღება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რაც 2027 წლის 1-ელ იანვარამდე ვერ მოესწრება.
