სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მსჯავრდებულ ზვიად რატიანს განესაზღვრა საშიშროების მომატებული რისკი. სამსახურმა მხედველობაში მიიღო უშუალოდ მსჯავრდებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში. განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, კომისიამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი პერიოდის სამარტოო საკანში მოხდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან, შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს.
