ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე - ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი და შუა დერეფანი
ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე - ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი და შუა დერეფანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მარშრუტის უზრუნველყოფა. სწორედ ამ პანელურ სესიებში მიიღებს მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ფორუმის ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე გამოვიდა სიტყვით პირველ სამუშაო სესიაზე. დღევანდელი ფორუმის მთავარი ხაზი გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და არსებული გამოწვევების ფონზე, უსაფრთხოების საკითხი და ენერგეტიკაა. ფორუმს ესწრებიან ევროპული სტრუქტურების ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები, მათგან საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკურ გზავნილებს ვისმენთ.
