ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს
ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს. 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ზურაბ მსხალაძემ აკვრის დისციპლინაში 200 კილოგრამი დაძლია და პირველ ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა. ამავე წონით კატეგორიაში მანუჩარ გოგოხიამ იასპარეზა, რომელიც ატაცში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გუშინ საქართველოს სახელით კიდევ ერთი სპორტსმენი ნანა ხორავა გამოვიდა, რომელიც სამწუხაროდ მედლის გარეშე დარჩა.
