პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით, ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით, ოთხი არასრულწლოვანი დააკავა. სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ არასრულწლოვანები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ. არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა. დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ძალადობის გამოყენებით, ასევე გაძარცვა ტაქსის მძღოლი. არასრულწლოვანმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მისი საბანკო ბარათები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გამოიყენა.
