„კლასიკური კონცერტები ბათუმში“- საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში მორიგი მუსიკალური საღამო გაიმართა
„კლასიკური კონცერტები ბათუმში“- საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში მორიგი მუსიკალური საღამო გაიმართა. გალა კონცერტში „ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი“, იტალიელი მევიოლინე, დირიჟორი დამიანო ტონიეტი, ბანდონეონისტი ფაბიო ფურია და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდნენ. საღამოზე აჟღერდა მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები.
