თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამეცნიერო კონფერენციას „ივანე ჯავახიშვილი 150“ უმასპინძლა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამეცნიერო კონფერენციას „ივანე ჯავახიშვილი 150“ უმასპინძლა. საიუბილეო დღის ფარგლებში, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს. პირველ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიასთან საზეიმოდ გაიხსნა მისი ბიუსტი. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ივანე ჯავახიშვილი“ პრეზენტაცია. დაგეგმილია ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი მონეტისა და საფოსტო მარკის პრეზენტაციაც.
