დატოვებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ ალიანსს
დატოვებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ ალიანსს? საკითხი აქტუალური ალიანსის შექმნიდან ორ თვეში ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე გახდა. კოალიციის წევრი პარტიები მიხეილ სააკაშვილის პოზიციას და სტატუსებს აპროტესტებენ. "ნაციონალური მოძრაობაში" ადასტურებენ, რომ ალიანსის დატოვებაზე მსჯელობა დაწყებულია.
