ნატოს გენერალურმა მდივანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სხვადასხვა ფრონტიდან დიდი საფრთხე ემუქრება
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სხვადასხვა ფრონტიდან დიდი საფრთხე ემუქრება. მარკ რუტემ საფრთხეებს შორის დაასახელა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია და ბირთვული გაფართოება, ასევე ირანის მიერ ტერორისა და ქაოსის გავრცელება. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო საფრთხის წინაშეა კოსმოსსა თუ ზღვაში, არქტიკისა თუ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ასევე საყურადღებოა კიბერთავდასხმები. მარკ რუტეს განცხადებით, საჭიროა თავდაცვაზე არამხოლოდ კოლექტიური ხარჯის გაზრდა, არამედ სამხედრო წარმოების გაუმჯობესებაც
