საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული ავიაკომპანია Condor-ი ბრუნდება
საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული ავიაკომპანია Condor-ი ბრუნდება. 15 ივნისიდან ავიაკომპანია ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ ფრენებს შეასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს ხუთი ავიაკომპანია 32-სიხშირით შეასრულებს. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი, ფრანკფურტის საავიაციო ჰაბის გავლით, ისარგებლონ მოსახერხებელი კავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობისთვის
