საკადრო ცვლილებები
კანონპროექტს, რომელიც მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს გულისხმობს, პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით დაამტკიცებს. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ის იქნება ასევე ვიცე პრემიერი. ქრონიკის ინფორმაციით სახელმწიფო მინისტრის ფუნქციებში შევა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სუსთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან კოორდინაცია. ეს იქნება მისი საკურატორო უწყებები. ასევე მის ფუნქციაში შევა მთავრობის კოორდინაცია სასამართლოსთან, გენერალურ პროკურატურასთან და აუდიტის სამსახურთან. მომავალ კვირაში დეპუტატები აირჩევენ სახელმწიფო უსაფრთხოების ახალ უფროსს. ამ თანამდებობაზე გეკა გელაძეა წარდგენილი. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა კი სულხან თამაზაშვილმა დაიკავა
